დაბღეძა - (ხევსურ.) დახევა, დაფლეთა (ტყავისა)
დაგზება - (ხევსურ.) ცეცხლის დანთება (ცეცხლის გიზგიზი)
დალა –(ქართლი) კვერნა
დამსილი – გაუბედურებული
დატევება - (ფშაურ) დადევნება
დაუნა – (რაჭა) სამულე, მომავალი მული (სიტყვიდან და)
დაჩლიჩვა – (ქართლი) დაგლეჯვა
დაწირეს - (ფშაურ) მიატოვეს
დაჰკლიე - (ხევსურ) დახედე
დელამა – (ქართლი) ყველისთვის შედედებული რძე
დელგმა - (ფშაურ) თავსხმა წვიმა
დიამც – (რაჭა) ბევრი
დიაცი - (ფშაურ) გათხოვილი ქალი
დღლურძვა – (კახურ–ქიზიყური) ძლიერად დარტყმა